ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 3 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6802 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6811 ლარი იყო.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8097 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8259 ლარს შეადგენდა.
თურქული ლირა გაუფასურდა, რომელიც 0.0975 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 4 ოქტომბერს შევა ძალაში.