თეგებით ძიება

„ასე ანადგურებენ მე-19 საუკუნის ქართულ ეკლესიას უსახურავობით და უპატრონობით“ - რა ფოტოს აქვეყნებს ილია ჭიღლაძე?

დეკანოზი, ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და წერს.

„ასე ანადგურებენ მე-19 საუკუნის ქართულ ეკლესიას უსახურავობით და უპატრონობით ქალაქ ახალციხის რაბათის უბნის სასაფლაოზე მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე და ახალციხელები. რამე დროებითი სახურავი მაინც დაეფარებინათ, რომ წყალმა ბოლომდე არ გაანადგუროს თლილი ქვის პერანგი.

ამ სასაფლაოზე კიდევ ორი ამგვარი ეკლესიაა გავერანებულ-გაპარტახებული, ხოლო ქალაქის ტერიტორიაზე კიდევაა რამდენიმე სარესტავრაციო ეკლესია, სოფლებზე ხომ საუბარიც ზედმეტია, უამრავია სარესტავრაციო.

ფოტო: გ. მაღრაძე, 2023.

მუსხელიშვილების ეკლესია

ქ. ახალციხე, რაბათის სასაფლაო“, - წერს დეკანოზი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა