თეგებით ძიება

ლარი დოლარის და ევროს მიმართ გაუფასურდა

დღევანდელი, 4 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. კურსის ცვლილებამ 0.04 თეთრი შეადგინა და 1 აშშ დოლარის ოფიციალური კურსი  2.6806 ლარი გახდა.

ლარი ევროს მიმართ 0,57 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც 1 ევროს ოფიციალურმა ღირებულებამ 2.8154 ლარი შეადგინა.

2.61 თეთრით გაუფასურდა ლარი ბრიტანულ სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.2500 ლარი გახდა.

1 თურქული ლირა 9.72 თეთრი ლარი ღირს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა