თეგებით ძიება

„მომიწევს საცხოვრებლის შეცვლა, ამ სახლში ცხოვრება ჩემთვის არ არის უსაფრთხო“ - სამირა ბაირამოვა

აქტივისტი სამირა ბაირამოვა ამბობს, რომ მუქარის შემდეგ გადაწყვიტა, საცხოვრებელი ადგილი შეიცვალოს. მისი თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, თუმცა სახლის კედლებზე წარწერების დატოვება წითელი ხაზი იყო. ამის შესახებ მან „ფორმულას“ ეთერში ისაუბრა.

"დღეს მივიღე გადაწყვეტილება, კიდევ უნდა შევიცვალო ჩემი საცხოვრებელი ადგილი. კონკრეტულად არ ვიცი, საქართველოში სხვა რეგიონში გადავალ თუ საზღვარგარეთ, მაგრამ დროებით მომიწევს ჩემი საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, იმიტომ, რომ ეს უკვე იყო წითელი ხაზი ჩემთვის. ან ამ ადამიანებთან უნდა შევიდე ფიზიკურ დაპირისპირებაში. ასევე, ვცდილობ, სახლში მქონდეს შესაბამისი აღჭურვილობა, რადგან ამ სახლში ცხოვრება ჩემთვის უკვე არ არის უსაფრთხო", - განაცხადა მან.

დღეს აქტივისტ სამირა ბაირამოვას სახლის კედელზე რუსეთის დროშა, კარზე კი ჯვარი დაუხატეს. მისი თქმით, შეღებეს "შინ ევროპისკენ" და ქალთა ძალის სიმბოლიკები, ასევე, მოიპარეს "გახსოვდეს აგვისტოს ომის" ლოგო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა