თეგებით ძიება
05. 10. 2023 ვიდეო

"როდესაც ქალს მეუღლე გარდაეცვლებოდა, ნაწნავს იჭრიდა და საფლავში ატანდა, ეს ერთგულების ნიშანი იყო“ - მარგალიტა დაიაური ხევსურულ ტრადიციებზე საუბრობს (ვიდეო)

ხევსური გოგონა, მარგალიტა დაიაური გადაცემა „სხვა ნანუკას“ სტუმარი იყო, სადაც უძველესი ხევსურული ტრადიციების შესახებ ისაუბრა. 

მარგალიტა მეუღლესთან ერთად შატილში ცხოვრობს, წყვილი სოციალური ქსელით გახდა ცნობილი, როცა საზღვარგარეთ გადასვლას აპირებდნენ, მარგარეტის პროექტმა "აწარმოე საქართველოს" გრანტი მოიგო, შატილში კაფე გახსნეს და მათი გამგზავრების ამბავიც გადაიდო.

„მთაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა თმას. ძველ დროში რაც უფრო ბევრ ნაწნავს გაიკეთებდნენ, უკეთესი იყო, თან ისე იკეთებდნენ, რომ შუბლთან ჯვრის ფორმა მიეღოთ,  როდესაც ქალი მამაკაცს სამოსს უკერავდა, პატარა ნაწნავს იჭრიდა და ტანსაცმელზე აკერებდა სიყვარულის სიმბოლოდ. როდესაც ქალს მეუღლე გარდაეცვლებოდა, ნაწნავს იჭრიდა და  საფლავში ატანდა. ესეც ერთგულებისა და სიყვარულის ნიშანი იყო და ამით ამბობდა, რომ გარდაცვლილ მეუღლეს ცხოვრების ბოლომდე უერთგულებდა“, – ამბობს მარგალიტა დაიაური. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა