თეგებით ძიება

ვის აუნაზღაურდება სტაჟირება 400-იდან 1000 ლარამდე?

პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 74 ხმით მიიღო „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილება, რომლის თანახმად, საჯარო დაწესებულებებში სტაჟირება ანაზღაურებადი გახდება.

„წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად, სტაჟირების სქემა ევროპული ყაიდის წამყვანი ქვეყნების საერთაშორისო პრაქტიკაში დაფუძნებულ სისტემაზე გადაგვყავს, რომლითაც ყველა ადამიანი, ვინც საჯარო დაწესებულებაში სტაჟირებას გაივლის, შესაბამის ანაზღაურებას მიიღებს“, – განაცხადა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ.

საჯარო დაწესებულებაში სტაჟიორთა რაოდენობისა და მათი შრომის ანაზღაურების ზღვრული ოდენობები განისაზღვრება და მოწესრიგდება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით.

„აღნიშნული კანონპროექტით განსაზღვრულია ორი კატეგორია. ჩვენ გათანაბრებული გვაქვს ანაზღაურება საჯარო დაწესებულების მე-3 კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის თანამდებობისთვის დადგენილ პირველ სახელფასო კოეფიციენტზე, რაც დაახლოებით 400-500 ლარს შეადგენს. ამავდროულად, მიღებული გვაქვს კანონი დეფიციტური პროფესიების შესახებ და თუ სტაჟიორი იქნება ამ მიმართულებით და ამასთანავე, უწყებას ექნება ამის საშუალება, მას შეუძლია სტაჟიორს განუსაზღვროს ანაზღაურება, რომელიც იქნება არაუმეტეს საჯარო დაწესებულების მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობისთვის დადგენილი მე-2 სახელფასო კოეფიციენტისა, რაც დაახლოებით 1000 ლარს შეადგენს“, – განაცხადა მიქანაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა