თეგებით ძიება

სიმპტომები, რომლებიც შეიძლება კიბოს განვითარებამდე რამდენიმე წლით ადრე გამოვლინდეს

სურეისა და ოქსფორდის ბრიტანული უნივერსიტეტების მეცნიერთა ბოლო კვლევა მოიცავდა დაახლოებით 40 ათასი ადამიანის დიაგნოზიდან მიღებული მონაცემებს.

აღნიშნული კვლევის მიხედვით, პანკრეასის კიბოს პირველი ნიშნები, დაავადების გამოვლენამდე დაახლოებით ორი წლით ადრე ჩნდება - ამის შესახებ მკურნალი. გე წერს.

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომია ყოველგვარი ძალისხმევისა და მიზეზი გარეშე წონის უეცარი კლება, ასევე სისხლში შაქრის მომატება დიაბეტის არარსებობის შემთხვევაში.

პანკრეასის კიბო ონკოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე რთული სახეობაა, რადგან მისი მკურნალობა რთულია. სირთულე ის არის, რომ პანკრეასი გავლენას ახდენს არა მხოლოდ საჭმლის მონელებაზე, არამედ ინსულინის კონტროლზეც. გარდა ამისა, ამ ტიპის კიბოს დიაგნოსტიკა რთულია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა