ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 44 900 000 აშშ დოლარი გაყიდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე გასაყიდად 50 მილიონი აშშ დოლარი გამოიტანა.
აუქციონზე 44 900 000 აშშ დოლარი გაიყიდა, ხოლო საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6716 შეადგინა.
„სავალუტო აუქციონის მიზანშეწონილობა განპირობებული იყო მსხვილი ერთჯერადი ტრანზაქციის გაცვლით კურსზე მკვეთრი ზეგავლენის მინიმიზირების მიზნით“, - აცხადებენ ეროვნულ ბანკში.