Reuters: თურქული გემი შავ ზღვაში ნაღმს შეეჯახა
Reuters-ის ცნობით, შავ ზღვაში თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი ნაღმზე აფეთქდა, თუმცა გემს სერიოზული დაზიანება არ მიუღია. თურქული გემი ბათუმის პორტიდან უკრაინის იზმაილის პორტისკენ მიცურავდა.
თურქეთის მხარემ და გემის კაპიტანმა Reuters-ს დაუდასტურეს, რომ გემი არ დაზიანებულა.
თურქულმა მხარემ თქვა, რომ აფეთქება გემიდან 15-20 მეტრში მოხდა, როდესაც გემი რუმინული საზღვრის გასწვრივ მიცურავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქების მიუხედავად, თურქულმა გემმა გააგრძელა სვლა და თავისი ტვირთი დანიშნულების ადგილამდე მიიტანა.
სხვა ანონიმურმა წყაროებმა Reuters-ს შეატყობინეს, რომ გემი ნაღმს შეეჯახა და ნაღმი გემიდან 15-20 მეტრის მოშორებით არ აფეთქებულა.
წყარო: tabula.ge