ისრაელზე თავდასხმის შედეგად სულ მცირე 22 ადამიანი დაიღუპა და 300-მდე დაიჭრა
The times of Israel ცნობით, "ჰამასის" თავდასხმის შედეგად ისრაელის, სულ მცირე, 300-მდე მოქალაქე დაიჭრა და 22 დაიღუპა. გამოცემის თქმით, ეს მონაცემები დიდი ალბათობით გაიზრდება.
ცნობისთვის, დღეს ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა.
ისრაელის შეიარაღებული ძალები "ჰამასის" წინააღმდეგ საპასუხო დარტყმებს ახორციელებენ - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს.