თეგებით ძიება
07. 10. 2023 მსოფლიო

"ფანჯრები დაკეტილი მაქვს, მარტო ვცხოვრობ... სარდაფშიც ვერ გავდივარ, ეგეც საშიშია, ქუჩებში ტერორისტები დადიან" - რას ამბობს ისრაელში მცხოვრები ქართველი?

დღეს, გამ­თე­ნი­ი­სას ღა­ზას სექ­ტო­რი­დან ის­რა­ე­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით "ჰა­მა­სმა“ რა­კე­ტე­ბი გა­უშ­ვა და გა­ნა­ცხა­და, რომ ახა­ლი სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცია, სა­ხელ­წო­დე­ბით "ალ-აქ­სას ქა­რიშ­ხა­ლი" და­ი­წყეს.

ის­რა­ელ­ში სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­ცხად­და, მათ შო­რის თელ-ავივ­ში, ბენ გუ­რი­ო­ნის აე­რო­პორ­ტი და­კე­ტი­ლია, სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმის სი­რე­ნე­ბი ის­მის ის­რა­ე­ლის თით­ქმის მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ქვეყ­ნის აე­რო­პორ­ტებ­ში პა­ნი­კაა.

ქეთი გო­გა­ვა რვა წე­ლია რაც ის­რა­ელ­ში, კერ­ძოდ კი იე­რუ­სა­ლიმ­ში ცხოვ­რობს. Ambebi.ge-სთან სა­უბ­რი­სას აცხა­დებს, რომ ქა­ლა­ქის ქუ­ჩებ­ში ტე­რო­რის­ტე­ბი და­დი­ან და სარ­დაფ­ში ჩას­ვლის შე­საძ­ლებ­ლო­ბაც კი არ ეძ­ლე­ვა.

- იე­რუ­სა­ლიმ­ში ვცხოვ­რობ, აქ დი­ლი­დან იყო გან­გა­შის სი­რე­ნე­ბი. ახლა მო­სახ­ლე­ო­ბა გაფრ­თხი­ლე­ბუ­ლია, რომ გა­რეთ არ უნდა გა­ვი­დეთ. რო­გორც ვიცი, ბევ­რი ტე­რო­რის­ტია აქაც შე­მო­სუ­ლი. სარ­დაფ­შიც ვერ გავ­დი­ვარ, ეგეც სა­ში­შია, მაგ­რამ ამ წუ­თებ­ში ჯერ­ჯე­რო­ბით არ არის გან­გა­ში სი­რე­ნა, შე­წყდა, მაგ­რამ ქუ­ჩებ­ში რომ ტე­რო­რის­ტე­ბი და­დი­ან, მა­ინც სა­ში­შია.

- რას ხე­დავთ ახლა თქვე­ნი ფან­ჯრე­ბი­დან, რა მდგო­მა­რე­ო­ბაა ქუ­ჩებ­ში?

- არა, გა­რეთ არ გა­მი­ხე­დავს. და­კე­ტი­ლი მაქვს ფან­ჯრე­ბი. მარ­ტო ვცხოვ­რობ ბი­ნა­ში, მაგ­რამ არ მე­ში­ნია. თუ რამე იქ­ნე­ბა, გა­ვალ გა­რეთ და სარ­დაფ­ში ჩა­ვალ. მე მორ­წმუ­ნე­ე­ბის უბან­ში ვცხოვ­რობ. ამ ეტაპ­ზე ჩემი მე­ზობ­ლე­ბიც სახ­ლებ­ში რჩე­ბი­ან.

ინ­ფორ­მა­ცი­ას მხო­ლოდ ინ­ტერ­ნე­ტის და მე­გობ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ვი­გებ, მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ გა­რეთ არუნ­და გა­ვი­დე. გან­გა­შის დროს, ჩემს სახ­ლშიც მეს­მის სი­რე­ნის ხმა, მაგ­რამ ბომ­ბი იე­რუ­სა­იმ­ში არ ჩა­მო­ვარ­დლია აშ­ქე­ლონ­ში ჩა­მო­ვარ­და, სა­ზღვარ­თან. თუმ­ცა ახლა მთელ ის­რა­ელ­ში გა­რეთ ყოფ­ნა სა­ში­შია, იმი­ტომ რომ ყველ­გან არი­ან გა­ფან­ტუ­ლი ტე­რო­რის­ტე­ბი. ალ­ბათ ნა­ხეთ რო­გორ ხო­ცავ­დნენ ხალ­ხს.

- თუმ­ცა ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნეთ, რომ არ გე­ში­ნი­ათ...

- დიახ, არ მე­ში­ნია. ამ მდგო­მა­რე­ო­ბას მიჩ­ვე­უ­ლი ვარ. ბევ­რი წლე­ბია ასე გრძელ­დე­ბა. თან ის­რა­ე­ლი ძლი­ე­რი სა­ხელ­მწი­ფოა ამი­ტომ არ მე­ში­ნია. ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, საბ­რძო­ლო ოპე­რა­ცი­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს ღა­ზა­ში, ის­რა­ე­ლი უტევს.

- იე­რუ­სა­ლი­მის ქუ­ჩებ­შიც და­დი­ან ტე­რო­რის­ტე­ბი?

- დიახ, მაგ­რამ გა­რეთ არ გავ­დი­ვარ.

წყარო - ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა