თეგებით ძიება

"ვინც მიცნობს, ცოტა არ იყოს გაუკვირდებოდა ბუნკერს დავშეფარებული რომ ვენახე... არა, ჩემო სიხარულებო, აქ ბუნკერში დასამალად არ ჩამოვსულვარ" - რას წერს ისრაელში მყოფი გია ნიკოლაძე?

ის­რა­ელ­ში, სადაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, მომ­ღე­რა­ლი გია ნი­კო­ლა­ძე (ნი­კოლ შუ) და ან­სამ­ბლი "გორ­დე­ლა" იმყოფებიან.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში "გორ­დე­ლამ" გა­ავ­რცე­ლა ვი­დე­ო­კად­რე­ბი, სა­დაც ჩა­ნან ან­სამ­ბლის მომ­ღერ­ლე­ბი. "უსაფრ­თხო ბუნ­კერ­ში ჩავ­დი­ვართ" - წე­რია ვი­დე­ოს სა­თა­უ­რად.

მომ­ღე­რალ­მა გია ნი­კო­ლა­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცე­ლი პოს­ტი გა­ავ­რცე­ლა. რო­გორც ის აღ­ნიშ­ნავს, გავ­რცელ­და ცრუ ინ­ფორ­მა­ცია მის შე­სა­ხებ, თით­ქოს იგი თავს "ბუნ­კერს" აფა­რებ­და.

"მო­გე­სალ­მე­ბით, ჩემო ძმე­ბო და დებო ჩემო უძ­ვირ­ფა­სე­სო მე­გობ­რე­ბო... ისეთ ემო­ცი­ებ­ში ვარ, სა­ერ­თოდ არ ვა­პი­რებ­დი ჩემი ის­რა­ელ­ში ვი­ზი­ტის გა­შუ­ქე­ბას, მაგ­რამ იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდი ეს პოს­ტი და­მე­დო, რად­გან გულ­ზე მომ­ხვდა ბუნ­კე­რის ვი­დე­ოს გა­მოწ­ვე­უ­ლი კო­მენ­ტა­რე­ბი.

ვინც მიც­ნობს კარ­გად იცის ჩემი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ქრის­ტეს სწავ­ლე­ბი­სად­მი, მისი სი­ტყვი­სად­მი, უფა­ლი ალი­სად­მი, მწყა­ლო­ბე­ლი წყა­ლი­სად­მი და ასე შემ­დეგ... ასე რომ, როცა იე­რუ­სა­ლიმ­ში ვი­ზი­ტი შე­მომ­თა­ვა­ზეს, კარ­გად მიხ­ვდე­ბა ყვე­ლა ჩემი მე­გო­ბა­რი რა ემო­ცი­ე­ბიც და­მე­უფ­ლე­ბო­და... წმინ­და მიწა, სა­დაც ის ალი გად­მო­დის, რო­მე­ლიც შავ ზღვა­ში თით­ზე შე­მე­ხო და მის მერე სულ მის ძებ­ნა­ში რომ ვარ წარ­მო­იდ­გი­ნე, იე­რუ­სა­ლიმ­ში რა გან­წყო­ბით წა­მო­ვი­დო­დი...

ეს ხომ ღვთის ნე­ბაა, რაც ჩემს თავს ხდე­ბა... ვინც მიც­ნობს იცის, რომ ამ სა­კითხს რაც ეხე­ბა, მზად ვარ თვალ­და­ხუ­ჭუ­ლი მი­ვენ­დო უფალს თუ უნდა გარ­დამ­ცვა­ლოს კი­დეც... უფა­ლის ნდო­ბით ქარ­ბორ­ბა­ლა­საც ავ­ყვე­ბი ღრუბ­ლე­ბამ­დე და აზ­ვირ­თე­ბულ ზღვა­შიც ბევ­რჯერ შე­მი­ცუ­რია შუ­ა­ღა­მეა თუ დღეა. ასე, რომ ვინც მიც­ნობს, ცოტა არ იყოს გა­უკ­ვირ­დე­ბო­და ბუნ­კერს დავ­შე­ფა­რე­ბუ­ლი თქვე­ნი მონა მორ­ჩი­ლი რომ ვე­ნა­ხე... თან ის­რა­ე­ლის წმინ­და მი­წა­ზე, სა­დაც რა­კე­ტე­ბის წვი­მა იშ­ვი­ა­თი მოვ­ლე­ნა არ არის...

რა თქმა უნდა, ისიც ვიცი, რომ ბუნ­კე­რის­თვის თა­ვის შე­ფა­რე­ბა სირ­ცხვი­ლი არ არის, მაგ­რამ უბ­რა­ლოდ ტყუ­ი­ლია და ამი­ტომ ვწერ ამ­ხე­ლა სტა­ტუსს... კი ბა­ტო­ნო თუ სა­ჭი­რო გახ­და, მეც შე­ვა­ფა­რებ თავს, მაგ­რამ ჯერ არ შე­მი­ფა­რე­ბია და არ მინ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბა შეც­დო­მა­ში შე­იყ­ვა­ნონ იმ ვი­დე­ოს ავ­ტო­რებ­მა, სა­დაც მე­ო­რე სარ­თუ­ლის კი­ბე­ზე ვჩან­ვარ და სა­თა­უ­რი კი ისე­თი ადევს უამ­რავ­მა მე­გო­ბარ­მა მომ­წე­რა ის­რა­ელ­ში ბუნ­კერ­ში გნა­ხე­თო... არა, ჩემო სი­ხა­რუ­ლე­ბო, აქ ბუნ­კერ­ში და­სა­მა­ლად არ ჩა­მოვ­სულ­ვარ... პირ­ვე­ლი­ვე დღეს მო­ვი­ლო­ცეთ წმინ­და სა­ლო­ცა­ვე­ბი ...

ხომ ხვდე­ბით, რა­საც ჩა­ვა­ტა­რებ­დი დე­და­მი­წის დატ­კბო­ბის ინი­ცი­ა­ტო­რი ჰოდა, კონ­ცერ­ტის დღეს ის­რა­ე­ლის ცა გან­გა­შის სი­რე­ნებ­მა მო­იც­ვა... აი, ეს არის მოკ­ლე ში­ნა­არ­სი ჩემი ის­რა­ელ­ში ვი­ზი­ტი­სა და არა ის, რაც ბუნ­კე­რის ვი­დე­ოს ავ­ტო­რებს გა­მო­უ­ვი­დათ... დიდი მად­ლო­ბა კონ­ცერ­ტის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს. მათ არც იცი­ან რა საქ­მე გა­მა­კე­თე­ბი­ნეს... წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ჩემი ემო­ცი­ე­ბი, როცა გან­გა­შის ხმა გა­ის­მა.., რო­გორც ამ­ბო­ბენ, მთა­ვა­რი არის რწმე­ნა ... ჰოდა, მეც მწამს, რომ მე­ო­რედ მოს­ვლა ქარ­თულ ენა­ზე მოხ­დე­ბა და ტკბო­ბა კი სიმ­წა­რეს გა­ა­ნე­იტ­რა­ლებს, სიმ­წა­რე კი კუდს ბო­ლო­ჯერ მო­იქ­ნევს ...

ეხ­ლაც სას­ტუმ­როს ნო­მერ­ში ვარ და თუ გა­მო­უ­ვალ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არ აღ­მოვ­ჩნდი, ბუნ­კერ­ში ჩას­ვლას არ ვა­პი­რებ, რად­გან უფალს ბო­ლომ­დე ვენ­დო­ბი... ეს ყვე­ლა­ფე­რი კი მხო­ლოდ უფა­ლის ნე­ბაა... მიყ­ვარ­ხართ, გკოც­ნით, გეხ­ვე­ვით და გა­უ­მარ­ჯოს წმინ­და მი­წას ,გა­უ­მარ­ჯოს მშვი­დო­ბას და უფა­ლის ალის ამობრწყი­ნე­ბას ... ვუ­თა­ნაგ­რძნობ ებ­რა­ელ ხალ­ხს და გარ­დაც­ვლილ­თა ოჯა­ხებს... დი­დე­ბა ის­რა­ელს და ებ­რა­ელ ხალ­ხს! გა­უ­მარ­ჯოს ებ­რა­ე­ლი და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ძმო­ბას" - წერს გია ნი­კო­ლა­ძე.

ცნო­ბის­თვის, შა­ბათს, 7 ოქ­ტომ­ბერს, ის­რა­ელ­ზე „ჰა­მა­სმა“ ბოლო ათწლე­უ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში უპ­რე­ცე­დენ­ტო მას­შტა­ბის თავ­დას­ხმა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. მათ შო­რის ის­რა­ე­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით რა­კე­ტე­ბის გას­რო­ლით; ასე­ვე მებ­რძო­ლე­ბის შე­ტე­ვით სახ­მე­ლე­თო, სა­ჰა­ე­რო და სა­ზღვაო გზით. ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, ის­რა­ელ­ში და­ღუ­პუ­ლია 600-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი, ხოლო და­შა­ვე­ბუ­ლია 2000-ზე მეტი. „ჰა­მა­სმა“ მძევ­ლად აიყ­ვა­ნა მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და ჯა­რის­კა­ცე­ბი. თა­ვის მხრივ, ის­რა­ელ­მა ღა­ზა­ზე სა­ჰა­ე­რო დარ­ტყმე­ბის სა­პა­სუ­ხო ტალ­ღა და­ი­წყო. პა­ლეს­ტი­ნის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბით, ღა­ზა­ში 370 პა­ლეს­ტი­ნე­ლი და­ი­ღუ­პა და 2 200 და­იჭ­რა. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ბე­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­აჰუმ პი­რო­ბა დადო, რომ „მტე­რი ისეთ სა­ფა­სურს გა­და­იხ­დის, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც წარ­მოდ­გე­ნა არ აქვს“. ის­რა­ე­ლის უსაფრ­თხო­ე­ბის კა­ბი­ნეტ­მა ის­რა­ე­ლის ძი­რი­თა­დი კა­ნო­ნის მე-40 მუხ­ლის შე­სა­ბა­მი­სად ომი გა­მო­ცხა­და.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა