„ტერორისტებმა ტყვედ 8 თვის ბავშვი აიყვანეს... ყველაფერს ვაკეთებთ, რათა დავაბრუნოთ გატაცებული ყველა ადამიანი“ – საქართველოში ისრაელის ელჩი
„ტერორისტებმა ტყვედ 8 თვის ბავშვი აიყვანეს, ტყვედ აჰყავთ ქალები და ბავშვები. მასობრივი შეტევა მიდიოდა ისრაელის წინააღმდეგ. სახლებში შედიოდნენ, ადამიანებს ხოცავდნენ“, – ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩმა, ჰადას მეიცადიმ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
"ჩვენი გათვლებით 100 ადამიანზეა საუბარი, რომლებიც დაატყვევეს. ყველა მათგანი ბავშვი არ არის. ძალიან ბევრ ადამიანზე არ არსებობს ინფორმაცია. ადამიანები ონლაინ აქვეყნებენ სურათებს შვილების, ნათესავების და ეკითხებიან ადამიანებს, რაიმე ხომ არ იციან მათ შესახებ.
ტერორისტებს არაფერი აჩერებთ. ტყვედ 8 თვის ბავშვი აიყვანეს, ქალები და ბავშვები აჰყავდათ. მასობრივი შეტევა მიდიოდა ისრაელის წინააღმდეგ. სახლებში შედიოდნენ, ადამიანებს ხოცავდნენ. ციფრები საკმაოდ მძიმეა, ვიდეოები ძალიან ძნელი საყურებელია. ვისაც გული აქვს, ვერ დარჩება ინდიფერენტული იმის მიმართ, რაც ნახა“, – აღნიშნა საქართველოში ისრაელის ელჩმა.