დიდი ბრიტანეთის მთავრობა ყველაფერს გააკეთებს ისრაელის დასახმარებლად - რიში სუნაკი
დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, რიში სუნაკმა განაცხადა, რომ ბრიტანეთის მთავრობა ისრაელის დასახმარებლად ყველაფერს გააკეთებს.
როგორც Европейская правда წერს, მან მხარდაჭერა გამოუცხადა ისრაელელ კოლეგას, ბენიამინ ნეთანიაჰუს. სუნაკის თქმით, ლონდონი მტკიცედ დგას ისრაელის გვერდით, რადგან მას თავდაცვის უფლება აქვს.
"ჰამასი და მისი მხარდამჭერები არიან სრულად პასუხისმგებელნი ამ საშინელი ტერორის აქტზე, მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობასა და უდანაშაულო ადამიანების, მათ შორის ბავშვების გატაცებაზე," - ამბობს სუნაკი.
სუნაკის დაუნინგ სტრიტის ოფისმა განაცხადა, რომ ორ ლიდერს შორის სატელეფონო საუბრისას სუნაკმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ დიდი ბრიტანეთი დადგება ისრაელის გვერდით ამ ტერორისტული აქტების წინააღმდეგ.