მძევლების სიკვდილით დასჯა და ვიდეოების გამოქვეყნება დაიწყება - ჰამასი იმუქრება
"ჰამასი" იმუქრება, რომ ისრაელის მიერ ღაზაში გაფრთხილების გარეშე განხორციელებული თავდასხმების საპასუხოდ, მძევლების სიკვდილით დასჯა დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას ჰამასის იზ ად-დინ ალ-ქამასის სპიკერი ავრცელებს.
ალ-კასამის ბრიგადის სპიკერი, აბუ ობაიდა ირწმუნება, რომ ისინი ისლამის მცნებების შესაბამისად, კარგად ეპყრობიან მძევლებს და მუქარას ისრაელის გახშირებული გაუფრთხილებელი დარტყმებით ხსნის.
როგორც ჰამასში იმუქრებიან, მძევალთა მკვლელობის ვიდეოებს გამოაქვეყნებენ.
სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.