თეგებით ძიება
09. 10. 2023 მსოფლიო

მე და ალა ისრაელში ვრჩებით, ჩვენ არ დავტოვებთ ქვეყანას ამ მძიმე მომენტში - მაქსიმ გალკინი

რუსი შოუმენი, მაქსიმ გალკინი აცხადებს, რომ ის მეუღლესთან, ალა პუგაჩოვასთან ერთად ისრაელში რჩება და ქვეყნის დატოვებას არ აპირებს.

„მინდა მოვუწოდო ,,ჰეითერებს”, მორჩით ამ თემაზე ჭორების გავრცელებას. არსად გავქცეულვართ და არც ვაპირებთ. ჩვენ დიდი ხანია ევროკავშირის მოქალაქეები ვართ და შეგვიძლია 27-ვე ქვეყანაში ვიცხოვროთ. ისრაელი განგებ შევარჩიეთ, აქ ძალიან მშვიდად ვგრძნობდით თავს. აეროპორტი ღიაა და შეგვიძლია ნებისმიერ დროს გავფრინდეთ, მაგრამ არა. ჩვენ გვიყვარს ისრაელი და ვრჩებით. არ დავტოვებთ ქვეყანას ამ  მძიმე მომენტში “ – ამბობს გალკინი.

მაქსიმ გალკინი და ალა პუგაჩოვა შვილებთან ერთად, ისრაელში წელიწადზე მეტია ცხოვრობენ. რუსული ესტრადის ვარსკვლავებმა მოსკოვი უკრაინაში პუტინის შეჭრის შემდეგ დატოვეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა