საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 18.3 პროცენტით გაიზარდა და 1 543.0 ლარი შეადგინა - საქსტატი
2022 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასულ წელთან შედარებით, 18.3 პროცენტით, ანუ 238.5 ლარით გაიზარდა და 1 543.0 ლარი შეადგინა.
საქსტატის ცნობით, 2022 წელს წინა წელთან შედარებით, ხელფასების ზრდა ყველა სექტორში დაფიქსირდა. საქმიანობების სახეების მიხედვით, შედარებით მაღალი ხელფასი იყო შემდეგ დარგებში: ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 033.4 ლარი, ზრდამ წინა წელთან შედარებით 49.4 პროცენტი შეადგინა; საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა – 2 730.0 ლარი, წინა წელთან შედარებით გაიზარდა 15.3 პროცენტით; პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 285.0 ლარი. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით გაიზარდა და 10.1 პროცენტით მეტია.
ამასთან, უწყების ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს ქალების საშუალო თვიური ხელფასი 1 247.7 ლარით, ხოლო კაცების – 1 827.0 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 192.2 ლარი (18.2 %) შეადგინა, ხოლო კაცებში – 289.1 ლარი (18.8%).