თეგებით ძიება
10. 10. 2023 მსოფლიო

ისრაელში სიტუაციის ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პოლიტიკის ჩავარდნაა - ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ისრაელში სიტუაციის ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პოლიტიკის ჩავარდნაა.

რუსული მედიის ცნობით, ვლადიმერ პუტინმა მწუხარება გამოთქვა ისრაელში სიტუაციის დაძაბვის გამო.

„უკრაინული კრიზისიც გრძელდება და სამწუხაროდ, ვხედავთ სიტუაციის მკვეთ ესკალაციას ახლო აღმოსავლეთში. ვფიქრობ, ბევრი დამეთანხმება, რომ ეს არის ახალო აღმოსავლეთში აშშ-ის პოლიტიკის ჩავარდნის თვალსაჩინო მაგალითი. აშშ ცდილობდა კონფლიქტის დარეგულირების მონოპოლიზაციას, მაგრამ სამწუხაროდ, არ ადარდებს ისეთი კომპრომისების პოვნა, რომლებიც ორივე მხარისთვის იქნებოდა მისაღები. პირიქით, ცდილობდა წინ წაეწია ის საკუთარი წარმოდგენებით, თუ როგორ უნდა მოხდეს ეს ყველაფერი და თან ზეწოლას ახდენდა ორივე მხარეზე“, – განაცხადა პუტინმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა