ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 10 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.6793 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6675 ლარი იყო.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.8393 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8078 ლარს შეადგენდა.
თურქული ლირა გამყარდა, რომელიც 0.0966 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 11 ოქტომბერს შევა ძალაში.