თეგებით ძიება
10. 10. 2023 მსოფლიო

"ჯოჯოხეთი გინდოდათ, ჯოჯოხეთს მიიღებთ“ - ისრაელის არმიის გენარალი ღაზაში მცხოვრებლებს

"ჯოჯოხეთი გინდოდათ, ჯოჯოხეთს მიიღებთ“, - ასე მიმართა ისრაელელმა გენერალმა გასან ალიანმა „ჰამასის“ ხელმძღვანელობას და ღაზაში მცხოვრებლებს.

გენერალი, ღაზის მოსახლეობას და ჰამასის ხელმძღვანელობას, აკრიტიკებს ტერორისტული ჯგუფის სახალხო მხარდაჭერის გამო.

„ბავშვების, ქალებისა და მოხუცების გატაცება, ძალადობა და მკვლელობა არ არის ადამიანობა. ამას არანაირი გამართლება არ აქვს. ჰამასი გადაიქცა ISIS-ად და ღაზას მცხოვრებლები შეძრწუნების ნაცვლად, ზეიმობენ. არ იქნება ელექტროენერგია და წყალი ღაზაში, იქნება მხოლოდ ნგრევა. ჯოჯოხეთი გინდოდა, ჯოჯოხეთს მიიღებთ“, - აცხადებს გენერალი. 

ცნობისთვის, 7 ოქტომბრის დილიდან პალესტინურმა დაჯგუფება „ჰამასმა“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელის ტერიტორიებზე მასიური სარაკეტო იერიში წამოიწყო. „ჰამასის“ რაზმები ღაზას სექტორიდან გადავიდნენ მოსაზღვრე რაიონებში ისრაელში და რამდენიმე დასახლებული პუნქტი, მათ შორის, ისრაელის სამხედრო ბაზა დაიკავეს. „ჰამასმა“ ისრაელს 2000-მდე რაკეტა ესროლა.

„ჰამასის“ მებრძოლებმა ათობით ადამიანი დაატყვევეს, მათ შორის ისრაელის სამხედროები.

მალევე ისრაელში საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოცხადდა. „ისრაელი ომშია“ - განაცხადა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას მიმართა და პირობა დადო, რომ ისრაელის შეიარაღებული ძალები „მთელ ძალას“ გამოიყენებს „ჰამასის“ შესაძლებლობების გასანადგურებლად.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა