„არავის შეშინება არ მინდა, მაგრამ..." - რას წერს ზურაბ ბატიაშვილი ისრაელ-პალესტინის ომზე?
"ეს ამერიკული ავიამზიდი (რეალურად, მცურავი ავიაბაზა) უახლოვდება ისრაელის ნაპირებს ზედ არსებული ავიაგამანადგურებლებითა და სამხედრო გემების ჯგუფთან ერთად.
კიდევ ერთი ასეთი დაჯგუფება მეორე ავიამზიდთან ერთად გზაშია. რა თქმა უნდა, არც "ჰამასის" და არც "ჰესბოლას" განადგურებას არ სჭირდება ამხელა ძალა. მაგათ ისრაელი მარტოც მიხედავს.
ცხადია, რომ მიზანი უფრო დიდი აქტორების გაჩერებაა, რომ ისინი არ ჩაერიონ ისრაელ-პალესტინის ომში.
რა მოხდება, თუ ეს დიდი აქტორები არ გაჩერდებიან? არავის შეშინება არ მინდა, მაგრამ მაგ შემთხვევაში იქნება დიდი ომი" - ამის შესახებ აღმოსავლეთმცოდნე ზურაბ ბატიაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ფოტოს აქვეყნებს.