თეგებით ძიება

"მე გავბედე ოცნება... ხშირად მესიზმრებოდა ის, რა რეალობაც დღეს შევქმენი...“ - იუბილარი ბარბარა სამხარაძე ემოციურ პოსტს აქვეყნებს

მომღერალი, ბარბარა სამხარაძე, რომელიც დღეს იუბილარია, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

"დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო თავო. დღეს კიდევ ერთი წლის მატებას აღვნიშნავ, ეს კი განვლილ წლებზე მაფიქრებს, საიდან სად მოვედი. მე პატარა სოფელში გავიზარდე, სადაც ხშირად მესიზმრებოდა ის, რა რეალობაც დღეს შევქმენი.

მაშინ შესაძლოა სასაცილოდ ეჩვენებოდათ ეს ყველაფერი, მაგრამ მე გავბედე ოცნება. იმდენად მჯეროდა და მწამდა, ყველა სირთულეს გაკვეთილად აღვიქვამდი (დღესაც ასეა) მივიწევდი წინ, გაურკვეველი, მაგრამ უკეთესი მომავლისკენ.

უკან ვიხედები და ვხედავ, ყველაფერი პირნათლად შევასრულე რაზეც კი მიოცნებია. 23 წლის დაბადების დღის სურვილს მარტო ჩემთვის არა, ყველასთვის ვიფიქრებ: „მინდა, ყველას შეეძლოს ოცნება და იმ შესაძლებლობების გამოყენება, რასაც ცხოვრება გვთავაზობს“.  მადლობა, რომ ჩემი მრავალწლიანი მოგზაურობის ნაწილი ხართ, 

წინ კიდევ ბევრი თავგადასავალი გველოდება,“ - წერს იუბილარი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა