თეგებით ძიება

"დანაშაულის ორგანიზატორი დედა იყო... მისი გეგმის საფუძველზე მოხდა გოგონას თანაცხოვრება მამაკაცთან..." - მოკლული 14 წლის გოგოს საქმის პროკურორი

ქვემო ქართლის რაიონული პროკურორის ხატია გოგრიჭიანის განცხადებით, საგარეჯოში მოკლული 14 წლის აითაჯ შაჰმაროვას იძულებითი ქორწინების ორგანიზატორი მისი დედა იყო. 

პროკურორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოზარდის გარდაცვალებაზე უშუალო პასუხისმგებლობა დედას ეკისრება.

"დანაშაულის ორგანიზატორი დედა იყო... მისი გეგმის საფუძველზე მოხდა გოგონას თანაცხოვრება იმ მამაკაცთან, რომელთან ცხოვრების სურვილიც არ ჰქონია. მიგვაჩნია, რომ დედა არის პირი, რომელსაც უშუალო წვლილი მიუძღვის გოგონას გარდაცვალებაში.

დედა იყო პირი, რომელსაც მოეწონა ასაკით უფროსი მამაკაცი, შეძლებული, დედა იყო ორგანიზატორი, რომ მომხდარიყო ამ უფროსი ადამიანისა და მისი შვილის ნიშნობა და შემდეგ როცა უკვე მოტაცებულმა გოგომ მას დაურეკა საშველად და სთხოვა უკან დაებრუნებინა, სწორედ, დედა იყო პირი, ვინც იმ გამტაცებელ ადამიანთან ეს ბავშვი დააბრუნა", - ამბობს პროკურორი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა