ირანს ღიად ვეუბნებით, ფრთხილად მოეკიდოს რეგიონში თავის ქმედებებს ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ - ბაიდენი
აშშ ისრაელს დამატებით სამხედრო დახმარებას უგზავნის. ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა ისაუბრა. ჯო ბაიდენი ასევე ირანს ურჩევს, ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ საკუთარ ქმედებებს ფრთხულად მოეკიდონ.
აშშ დამატებით სამხედრო დახმარებას აძლევს ისრაელის თავდაცვის ძალებს, მათ შორის საბრძოლო მასალას და ჩამჭრელებს „რკინის გუმბათის“ შესავსებად. ჩვენ გადავიყვანეთ აშშ-ის ავიამზიდი აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში და ვაგზავნით უფრო მეტ მოიერიშე თვითმფრინავს ამ რეგიონში. ჩვენ ნათლად ვუთხარით ირანელებს, რომ ფრთხილად იყვნენ. ირანს ღიად ვეუბნებით, ფრთხილად მოეკიდოს რეგიონში თავის ქმედებებს ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ..