თეგებით ძიება

„ყალბი ხართ, მატყუარა ხართ, არაადამიანი ხართ, თქვენი დროც მოვა, თქვენზეც ამოვიღებთ ხმას, იცოდეთ!!!“ - ვის მიმართავს სამირა ბაირამოვა?

სამოქალაქო აქტივისტი სამირა ბაირამოვა, 6 ოქტომბერს, სოფელ ლამბალოში 14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობის საქმეს კიდევ ერთხელ ეხმაურება საკუთარ ფეისბუკგვერდზე და წერს:

„ჩვენი თემიდან არც ერთმა დეპუტატმა, მაღალ თანამდებობის პირმა,სკოლის დირექტორმა, 2-3 გარდა არც ერთმა მასწავლებელმა, ეთნიკური უმცირესობობის უფლებებზე მომუშავე ხალხი ჩვენი თემიდან 5-10 გარდა, რელიგიური პირებმა ხმა არ ამოიღიათ 14 წლის გოგოს ამბავზე, ალბათ გესმით ხო რასთან გვაქვს საქმე? და ფიქრობთ ეს ყველასთვის სამაგალუთო იქნება და არ მოხდება კიდე? ცდებით!!

საჯარო ხალხი ოკ… სად არიან ის სამოქალაქო სექტორი… დაფინანსეთ იქნებ ამოიღონ ხმა… 

ვერ წარმოიდგენთ რა რთულია ჩემთვის და ასევე იმ ადამიანებისთვის ამ თემაზე თემთან შეჯეხება. 

განა არ ვიცით დუმილი, განა არ ვხედავთ საფრთხეს, განა ჩვენ არ გვაყვს ოჯახი, განა ჩვენ არ გვყავს თანამდებობის პირები მეგობრები ურთიერთობა არ გაგვიფუჭდეს, განა ჩვენ არ გვიყვარს კომპორტი და სიმშვიდე?… გვინდა, გვყავს… მაგრამ სინდისი არ გვასვენებს

არც ვბრაზდები თქვენზე.. იმიტომ ვიცი ყალბი ხართ, მატყუარა ხართ არა ადამიანი ხართ, თქვენი დროც მოვა თქვენზეც ამოვიღებთ ხმა იციდეთ!!!“


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა