თეგებით ძიება
12. 10. 2023 ბიზნესი

აგროტურიზმი საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისგან თავისუფლდება

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტზე იმსჯელა.

კანონის ერთ-ერთმა ინიციატორმა, კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა კოლეგებს ცვლილების არსი გააცნო.

კანონპროექტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისგან თავისუფლდება აგროტურისტული და ღვინის ტურისტული სუბიექტების საქმიანობის ფარგლებში პირის მიერ მიღებული შემოსავალი და გაცემული ხელფასი. აღნიშნული ცვლილება შეეხება იმ პირებს, რომელთა წლიური შემოსავალი 700 000 ლარს არ აღემატება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა