იდენტიფიცირებულია 222 ჯარისკაცისა და 361 სამოქალაქო პირის ცხედარი - ისრაელის თავდაცვის ძალები
ისრაელის თავდაცვის ძალებმა, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში "ჰამასის" მიერ განხორციელებული თავდასხმის დროს მოკლული ჯარისკაცების უმრავლესობის იდენტიფიცირება მოახდინა. არმიამ 222 დაღუპული ჯარისკაცის ოჯახს მიაწოდა ოფიციალური ინფორმაცია.
როგორც The Times Of Israel წერს,დაღუპული ჯარისკაცების იდენტიფიცირება სწრაფად მოხდა, რადგან მონაცემთა ბაზაში მათ სამხედროების თითის ანაბეჭდები აქვთ.
ისრაელის თავდაცვის უწყება დაღუპული სამხედროების დაკრძალვას პარასკევს გეგმავს.
რაც შეეხება სამოქალაქო პირებს, 854 ცხედრიდან მხოლოდ 361-ია იდენტიფიცირებული.
მათივე ინფორმაციით, "ჰამასის" მიერ განხორციელებული თავდასხმის შემდეგად 1,300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.