თეგებით ძიება

სოციალურად დაუცველთა ბაზაში 200 ათასამდე შრომისუნარიანი მოქალაქე გვყავს, რომლებიც არ მუშაობენ - გიორგი კაკაურიძე

ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ქვეყანაში დაახლოებით 200 ათასამდე შრომისუნარიანი მოქალაქეა, რომელიც სოციალურად დაუცველთა ბაზაშია და ისინი ოფიციალურად არ მუშაობენ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვინც სოციალურად დაუცველი იყო და კერძო სექტორში წავიდა, მასაც შეუნარჩუნდა სოციალური დახმარება.

ძალიან სამწუხარო რეალობა გვაქვს - დაახლოებით 200 000-მდე შრომისუნარიანი მოქალაქე გვყავს, რომელიც სოციალურად დაუცველთა ბაზაშია. ეს ადამიანები ოფიციალურად არ მუშაობენ. ამავდროულად, კერძო სექტორის მიერ გამოცხადებულია კონკრეტული ვაკანტური ადგილები, მაგრამ ამ სამუშაოებზე არ თანხმდებიან. უნდა მივიდეთ იქამდე, რომ თუ შეთავაზებულ ვაკანტურ თანამდებობებზე არ დასაქმდებიან, ერთზე, ორზე, ან სამზე, უნდა ჩაიხსნას ეს ადამიანი სოციალური ბენეფიტებიდან, მაგრამ იქიდან, რომ არსად მუშაობენ და მეორე დღეს დაიწყო მისი ჩახსნა, არ იქნება სწორი, - თქვა კაკაურიძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა