თეგებით ძიება

ფერადკაბიანი თოჯინები, ბევრი ყვავილი და ტკბილეული – როგორ გამოიყურება 14 წლის აითაჯ შაჰმაროვას საფლავი?

ფერად კაბიანი თოჯინები, ბევრი ყვავილი და ტკბილეული – ასე გამოიყურება 14 წლის აითაჯ შაჰმაროვას საფლავი. გოგონასი, რომელიც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში, “ქმარმა” 6 ოქტომბერს მოკლა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მკვლელობას გულისხმობს.

მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლომ დაუსწრებლად შეუფარდა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა. ის ოთხდღიანი ძებნის შემდეგ დააკავეს.

ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულია მოკლულის დედა და ბიძაც.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა