თეგებით ძიება

"4 წელი არ გვინახავს, მხოლოდ გარდაცვლილი ვნახეთ..." - შემზარავი მკვლელობის ახალ დეტალებზე ბიძა საუბრობს

მოკლული 14 წლის აითაჯ შახმაროვას მამის ძმა "კურიერთან" ამბობს, რომ გარდაცვლილის მამას შვილებთან კონტაქტი არ ჰქონდა და მათ მხოლოდ ფინანსურად ეხმარებოდა. როგორც ბიძა ჰყვება, ის რუსეთში ცხოვრობდა და არაფერი იცოდა მოზარდის იძულებით გათხოვების შესახებაც.

"ჩემი ძმა იყო რუსეთში, იქიდან მხოლოდ ფინანსურად ეხმარებოდა. ცოლთან ოფიციალურად გაშორებული იყო და მათ არც უთქვამთ გოგონას გათხოვების ამბავი. ჩვენ ეს ტელევიზორით მას შემდეგ გავიგეთ, რაც გოგო მოკლეს. ბოლო 3-4 წელი ჩვენ ის არ გვინახავს, ვნახეთ მხოლოდ გარდაცვლილი, როდესაც აქ მოვასვენეთ. პანაშვიდებზე დედასთან არ გვილაპარაკია. მიიჩნევდა თუ არა თავს დამნაშავედ. გოგო აქ, ჩვენი სოფლის სასაფლაოზე დავკრძალეთ და შემდეგ დაიწყო გამოკითხვები პოლიციაში. მოვიდნენ სამართალდამცველები, წაიყვანეს ჩემი ძმა და მან ყველაფერი მოყვა, რისი თქმაც შეეძლო," - აცხადებს მოკლული გოგონას ბიძა.

პატიმრობაში იმყოფება ასევე მოკლული აითაჯის დედა და კიდევ ერთი ბიძა - მათ ქორწინების იძულებასა და დანაშაულის შეუტყობინებლობაში სდებენ ბრალს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა