ლარი კვლავ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 17 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6925 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6977 ლარი იყო.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8403 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8418 ლარს შეადგენდა.
თურქული ლირა გაუფასურდა, რომელიც 0.0964 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 18 ოქტომბერს შევა ძალაში.