ღაზაში საავადმყოფოს აფეთქების ადგილზე კრატერის არარსებობა ადასტურებს იმას, რომ ამ შეტევის უკან ისრაელი არ იყო - ისრაელის თავდაცვის ძალები (ვიდეო)
ისრაელის თავდაცვის ძალები დრონით გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს და აცხადებს, რომ ალ-აჰლის ბაპტისტურ საავადმყოფოს ტერიტორიაზე აფეთქება ისრაელის შეტევას არ გამოუწვევია, რადგან ასეთ დროს აფეთქების შემდეგ კრატერი დარჩებოდა და არა ცეცხლმოკიდებული ავტოსადგომი.
ისრაელის მხარის მიერ გავრცელებულ ვიდეო კადრებში საავადმყოფოს ავტოსადგომი ჩანს, სადაც დიდი აფეთქება მოხდა, რომელსაც როგორც პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, ასობით მსხვერპლი მოჰყვა.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა განმარტა, რომ აფეთქების ადგილზე დიდი ხანძარი გაჩნდა, მაგრამ იქ კრატერი არ არის. მათი შეტევები კი, როგორც წესი, თავდასხმის ადგილებზე დიდი ზომის ხვრელებს ტოვებს.
შეგახსენებთ, ღაზაში მდებარე საავადმყოფოზე თავდასხმის შედეგად, სულ მცირე 500 ადამიანი დაიღუპა.
გამოცემის ინფორმაციით, პალესტინური მხარე იერიშში ისრაელს ადანაშაულებს, თუმცა ისრაელის ჯარის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ინციდენტის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია და შესაბამისი უწყებები მის დადგენაზე მუშაობენ. საუბარია ალ-ალი არაბის ჰოსპიტალზე, რომელიც ღაზა სიტის ცენტრში მდებარეობს.
IDF publishes drone footage showing before and after the failed Islamic Jihad rocket slammed into the parking lot of the Ahli hospital in Gaza. pic.twitter.com/X4W9Jo18D1 — Emanuel (Mannie) Fabian (@manniefabian) October 18, 2023