თეგებით ძიება

2024 წლის პირველი იანვრიდან, უცხოურ ვალუტაში სესხის აღების ზღვრული ლიმიტი 200-დან 300 ათას ლარამდე გაიზრდება

2024 წლის პირველი იანვრიდან არაჰეჯირებული მოქალაქეები 300 ათას ლარამდე ოდენობის სესხს მხოლოდ ლარში აღებენ, - აღნიშნული გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა მიიღო.

სებ-ის ცნობით, გატარებული ზომები მიზნად ისახავს მხოლოდ მსესხებლების სავალუტო რისკებისა და ზოგადად დოლარიზაციის შემცირებას. მათივე განცხადებით, 200 000-დან 300 000-ზე ზრდა, წინა გამოცდილების საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, კარგად გათვლილი ნაბიჯია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მოსახლეობის სავალუტო რისკის დაცვას ისახავს მიზნად, რადგანაც უკანასკნელ პერიოდში ევროკავშირსა და აშშ-ში გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის გამო, დოლარისა და

ევროს სესხებზე განაკვეთების მზარდი ტენდენცია ისედაც უარყოფითად აისახა ამ მსესხებლების ვალის ტვირთზე. 

„ეროვნული ბანკი აქტიურად განაგრძობს მუშაობას ფინანსური დოლარიზაციის მაღალი დონით გამოწვეული სტრუქტურული რისკების შესამცირებლად. როგორც 200 ათას ლარზე მოქმედებდა, ეს ზღვარი 300 ათას ლარამდე იზრდება. იმ მოსახლეობას, ვისაც შემოსავალი აქვს ლარში, 300 ათას ლარამდე სესხს აიღებენ მხოლოდ ლარში“, – აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა.

ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის მუდმივ მონიტორინგს, საშინაო და საგარეო რისკების შეფასებას და შესაძლო რისკების მინიმიზაციისთვის მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს საჭიროებისამებრ გამოიყენებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა