თეგებით ძიება

რამდენი მილიონი დოლარი შემოდის ისრაელიდან საქართველოში ფულადი გზავნილების სახით

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში ისრაელიდან ფულადი გზავნილები მაღალი ტემპით იზრდება.

2023 წლის სექტემბერში ისრაელიდან საქართველოში 17 მილიონი დოლარი გადმოირიცხა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4%-ით მეტია, მთლიანად წლის 9 თვეში კი ისრაელიდან გზავნილებმა 158 მილიონი დოლარი შეადგინა.

ეს თანხა წინა წელთან შედარებით 12 მილიონი დოლარით, ანუ 8.2%-ით მეტია.

საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების ამ მაჩვენებლით ისრაელი ქვეყნებს შორის რიგით მეშვიდე ადგილს იკავებს.

„თიბისი კაპიტალის“ მთავარი ეკონომისტის, ოთარ ნადარაიას შეფასებით, იმისათვის, რომ ისრაელში დაწყებული სამხედრო კონფლიქტის ეკონომიკური ეფექტი საქართველოზე აისახო, მეტი დროა საჭირო.

ძირითადი გადაცემის არხები, რომლებითაც ისრაელის ეკონომიკა საქართველოს უკავშირდება, არის საგარეო ვაჭრობა, ტურიზმი, ფულადი გზავნილები და FDI.

შსს-ს მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, მესამე კვარტალში საქართველოში  ისრაელის 90 ათასი მოქალაქე შემოვიდა.

bm.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა