თეგებით ძიება

2023 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოსთვის უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყანა აზერბაიჯანი, ყველაზე დიდი იმპორტიორი კი თურქეთი იყო

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 80.5% შეადგინა. უმსხვილეს საექსპორტო სამეულში პირველ ადგილს აზერბაიჯანი იკავებს (632.7 მლნ აშშ დოლარით), მეორე ადგილზეა სომხეთი (601.5 მლნ აშშ დოლარით), მესამეზე კი – რუსეთი (511.8 მლნ აშშ დოლარით).

რაც შეეხება იმპორტს, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.8% შეადგინა. პირველ სამეულში შედიან თურქეთი (1 861.2 მლნ აშშ დოლარით), აშშ (1 399.4 მლნ აშშ დოლარით) და რუსეთი (1 364.3 მლნ აშშ დოლარით).

უწყების ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავეს (1 566.1 მლნ აშშ დოლარით), რაც მთელი ექსპორტის 34.0%-ს შეადგენს, მეორე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები (438.1 მლნ აშშ დოლარით), მესამე ადგილზე კი – ყურძნის ნატურალური ღვინოები (193.5 მლნ აშშ დოლარით).

2023 წლის იანვარ-სექტემბერში უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი კი წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით (2 282.5 მლნ აშშ დოლარით), რაც მთელი იმპორტის 20.2% შეადგინა, მეორე ადგილს ნავთობი და ნავთობპროდუქტები (816.4 მლნ აშშ დოლარით), მესამე ადგილს კი დაფასოებული სამკურნალო საშუალებები (392.4 მლნ აშშ დოლარით) იკავებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა