ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 19 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.6960 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6925 ლარი იყო.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.8445 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8422 ლარს შეადგენდა.
თურქული ლირა გამყარდა, რომელიც 0.0963 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 20 ოქტომბერს შევა ძალაში.