თეგებით ძიება

კვარაცხელიას ჟესტმა „ვერონას“ ფეხბურთელები და გულშემატკივრები გააღიზიანა, თუმცა ყველაფერი გაირკვა

გუშინ იტალიის ჩემპიონატის – სერია A-ს მორიგი, მე-9 შეხვედრა ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ სტუმრად „ვერონასთან“ გამართა და მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხა. „ვერონას“ კარში გატანილი გოლებიდან პირველის ავტორი მატეო პოლიტანო იყო, მომდევნო 2-ის კი – ხვიჩა კვარაცხელია.  პირველი გოლის შემდეგ ქართველის მიერ ნაჩვენებმა ჟესტმა მასპინძლები გააღიზიანა, რაც გაურკვევლობის და მცირე კონფლიქტის მიზეზიც გახდა.

საქმე ისაა, რომ კვარაცხელიამ „ვერონას“ კარში გატანილი გოლის შემდეგ ტრიბუნებისკენ ე.წ. არათითი ასწია, რომელზეც საქორწინო ბეჭედს იკეთებენ და ამით გოლი ნიცა თავაძეს მიუღძვნა, ვისთანაც სანაკრებო პაუზის დროს ჯვარი დაიწერა.

ეს „ნაპოლის“ გულშემატკივრებმა კარგად გაიგეს, მაგრამ „ვერონას“ მოთამაშეები და გულშემატკივრები გაღიზიანდნენ და ხვიჩას საქციელი შეურაცხყოფად მიიღეს. თუმცა საბოლოოდ ყველაფერი გაირკვა და ვნებათაღელვაც ჩაცხრა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატში ჩატარებულ რვა მატჩში უკვე სამი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა. სულ კი ბოლო ორ კვირაში, სანაკრებო მატჩების ჩათვლით, ზედიზედ სამ შეხვედრაში ოთხი გოლი გაიტანა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა