თეგებით ძიება

14 წლის გოგოს მკვლელობის საქმეზე ბრალდებულთა წრე შესაძლოა გაიზარდოს - რას აცხადებს ირაკლი შოთაძე?

გენერალური პროკურორი არ გამორიცხავს, რომ საგარეჯოში, 14 წლის გოგონას განზრახ მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ბრალდებულთა წრე გაიზარდოს. ამის შესახებ ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

"ყველა პირი, მათ შორის გარდაცვლილის დედა და ბიძა, რომლებიც მონაწილეობდნენ თავისუფლების უკანონო აღკვეთაში და სხვა ქმედებებში, მიცემული არიან პასუხისგებაში, პატიმრობაში იმყოფებიან. ჩვენი მიდგომა იქნება უმკაცრესი. მინდა მივმართო მათ, ვინც მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდება, პროკურატურა არის მათ გვერდით. ჩვენ უსწრაფეს რეაგირებას მოვახდენთ და ყველა დამნაშავე დაისჯება კანონის მთელი სიმკაცრით. ვერ გამოვრიცხავ, რომ ამ საქმეზე ბრალდებულთა წრე გაიზარდოს“, – განაცხადა შოთაძემ.

საგარეჯოს სოფელ ლამბალოში, 14 წლის აითაჯ შახმაროვა 6 ოქტომბერს მოკლეს. მკვლელობაში მისი გამტაცებელი, ე.წ. ქმარია ბრალდებული, რომელიც დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიიმალა, თუმცა პოლიციამ ის რამდენიმე დღეში დააკავა. ასიმ ასლანოვს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

დაკავებულები არიან მოკლული გოგონას დედა და ბიძაც. გამოძიება მათ ქორწინების იძულებასა და დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. ორივე მათგანი წინასწარ პატიმრობაშია. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა