ავარიის შედეგად, ერთი ოჯახის ორი წევრი გარდაიცვალა, ხოლო სამი მოზარდი მძიმედ დაშავდა - ავარია ახმეტაში
ახმეტის მუნიციპალიტეტში ავარია მსხვერპლით დასრულდა. „იმედინიუსის“ ინფორმაციით, შემთხვევა ცოტა ხნის წინ ახმეტა თელავის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა. გარდაიცვალა ერთი ოჯახის ორი წევრი, ხოლო სამი მოზარდი მძიმედ დაშავდა. ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც გადაუდებელი ოპერაცია უტარდებათ.ექიმების შეფასებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.