აშშ იმუშავებს ჩინეთთან ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გავრცელების შესაჩერებლად - ბლინკენი
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გაეროს უშიშროების საბჭოს განუცხადა, რომ ის იმუშავებს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, რათა უზრუნველყოს, რომ ისრაელ-"ჰამასის" ომი არ გადაიზარდოს ფართო კონფლიქტში.
"ამ საბჭოს წევრებს და განსაკუთრებით მუდმივ წევრებს აქვთ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, რათა თავიდან აიცილონ ამ კონფლიქტის გავრცელება", - თქვა ბლინკენმა.
ვანგის ვიზიტი აშშ-ში ხუთშაბათს იგეგმება. მიუხედავად იმისა, რომ მისი ვიზიტის მიზანია ჩინეთის ლიდერის სი ძინპინის ოფიციალური ვიზიტის ჩაუყაროს საფუძველი მომავალ თვეში, ახლო აღმოსავლეთში არსებული კრიზისი, სავარაუდოდ, დღის წესრიგში დადგება.
ჩინეთის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში, ჟაი ჯუნი, უკვე ეწვია ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყანას ცეცხლის შეწყვეტის შუამავლობის მიზნით.
ჩინეთის მზარდი გავლენა რეგიონში აშკარა იყო ამ წლის დასაწყისში, როდესაც ქვეყანა იყო შუამავლაი ირანსა და საუდის არაბეთს შორის - კონკურენტები შეთანხმდნენ კავშირების აღდგენაზე და გამართეს პირველი ოფიციალური მოლაპარაკებები 2016 წლის შემდეგ.