თეგებით ძიება

"ჰამასი“ არ არის ტერორისტული ორგანიზაცია, ეს არის მოჯაჰედების ჯგუფი, რომელიც იცავს თავის მიწებს“ - ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პარლამენტში თავისი პარტიის ფრაქციის შეკრებაზე საუბრისას განაცხადა, რომ ისრაელმა შეიძლება „ჰამასი“ ტერორისტულ ორგანიზაციად განიხილოს.

„ჰამასი“ არ არის ტერორისტული ორგანიზაცია, ეს არის მოჯაჰედების ჯგუფი, რომელიც იცავს თავის მიწებს“, - აცხადებს ერდოღანი.

ერდოღანი, ასევე, ამბობს, რომ მისი ისრაელში ვიზიტი გაუქმდა „არაადამიანური“ ომის გამო.

მან, ასევე, მოუწოდა დაუყოვნებლივ შეწყდეს ცეცხლი ისრაელსა და პალესტინას შორის და თქვა, რომ მუსულმანურმა ქვეყნებმა ერთად უნდა იმოქმედონ ხანგრძლივი მშვიდობისთვის და მოუწოდა მსოფლიო ძალებს ზეწოლა მოახდინონ ისრაელზე თავდასხმების შესაჩერებლად.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი  ისრაელს ადანაშაულებს „კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში“ ღაზაში მისი თავდასხმის დროს.

ცნობისთვის, 7 ოქტომბრის დილიდან პალესტინურმა დაჯგუფება „ჰამასმა“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელის ტერიტორიებზე მასიური სარაკეტო იერიში წამოიწყო. „ჰამასის“ რაზმები ღაზას სექტორიდან გადავიდნენ მოსაზღვრე რაიონებში ისრაელში და რამდენიმე დასახლებული პუნქტი, მათ შორის, ისრაელის სამხედრო ბაზა დაიკავეს. „ჰამასმა“ ისრაელს 2000-მდე რაკეტა ესროლა.

„ჰამასის“ მებრძოლებმა ათობით ადამიანი დაატყვევეს, მათ შორის ისრაელის სამხედროები.

მალევე ისრაელში საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოცხადდა. „ისრაელი ომშია“ - განაცხადა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას მიმართა და პირობა დადო, რომ ისრაელის შეიარაღებული ძალები „მთელ ძალას“ გამოიყენებს „ჰამასის“ შესაძლებლობების გასანადგურებლად.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა