თეგებით ძიება

"ძილი გაუმჯობესებულია, აღარ აღნიშნავს კოშმარულ სიზმრებს, თუმცა კვლავ რჩება კუნთთა ატროფია..." - სახალხო დამცველის კონსილიუმი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

პა­ცი­ენ­ტი სა­ჭი­რო­ებს სა­მე­დი­ცი­ნო მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბას სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ძი­რი­თა­დად წევს, თავს სუს­ტად გრძნობს და დას­მულ კი­თხვებს უხა­ლი­სოდ პა­სუ­ხობს. ამას­თან, დას­კვნა­ში, რო­მე­ლიც სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის მიერ მოწ­ვე­უ­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი­სა და ექ­სპერ­ტე­ბის მიერ მომ­ზად­და, აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის ძილი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლია და "კოშ­მა­რულ სიზ­მრებს აღარ აღ­ნიშ­ნავს“.

 

დას­კვნის მი­ხედ­ვით, სა­ა­კაშ­ვი­ლის კუნთთა ატრო­ფია, ნე­ი­რო­პა­თია, კოგ­ნი­ტი­უ­რი გა­უ­ა­რე­სე­ბა კვლავ უც­ვლე­ლი რჩე­ბა და ის მჭიდ­რო სა­მე­დი­ცი­ნო მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბას სა­ჭი­რო­ებს.

 

"19 ოქ­ტომ­ბერს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის მიერ მოწ­ვე­ულ­მა სპე­ცი­ა­ლის­ტთა/ექ­სპერტთა ჯგუფ­მა მო­რი­გი ვი­ზი­ტი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა კლი­ნი­კა "ვი­ვა­მედ­ში“, სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­ფა­სე­ბის მიზ­ნით.

 

სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, რომ სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის მან­და­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ექ­სპერტთა ჯგუ­ფის ვი­ზი­ტე­ბის მი­ზა­ნი, შექ­მნის დღი­დან, იყო და არის პა­ცი­ენ­ტის­თვის მი­წო­დე­ბუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გი. ჯგუ­ფი არ ერ­თვე­ბო­და/არ ერ­თვე­ბა პა­ცი­ენ­ტის მკურ­ნა­ლო­ბის უშუ­ა­ლო პრო­ცეს­ში.

 

19 ოქ­ტომ­ბერს ჯგუ­ფის წევ­რებ­მა ფი­ზი­კუ­რად გა­სინ­ჯეს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, გა­ეც­ნენ სა­მე­დი­ცი­ნო მა­სა­ლე­ბის რე­ლე­ვან­ტურ ნა­წილს და გა­ე­სა­უბრნენ კლი­ნი­კის სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალს.

 

ვი­ზი­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღეს ნევ­რო­ლოგ­მა თენ­გიზ წუ­ლა­ძემ, კარ­დი­ო­ლოგ­მა გი­ორ­გი კა­ჭა­რა­ვამ და ენ­დოკ­რი­ნო­ლოგ­მა ნინო ზავ­რაშ­ვილ­მა. ვი­ზი­ტის შემ­დგომ გა­მარ­თულ ონ­ლა­ინ გან­ხილ­ვა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ ასე­ვე, კარ­დი­ო­ლოგ/არით­მო­ლო­გი გი­ორ­გი პა­პი­აშ­ვი­ლი, ანეს­თე­ზი­ო­ლოგ-რე­ა­ნი­მა­ტო­ლო­გი გი­ორ­გი გრი­გო­ლია, თე­რა­პევ­ტი, ში­ნა­გან სნე­უ­ლე­ბა­თა და ჰოს­პი­ტა­ლუ­რი მე­დი­ცი­ნის სპე­ცი­ა­ლის­ტი გრი­გო­ლი ხურ­ცი­ძე და ჰე­მა­ტო­ლო­გი, კლი­ნი­კუ­რი ონ­კო­ლო­გი, ინ­ტერ­ნის­ტი და პა­ლი­ა­ტი­უ­რი მე­დი­ცი­ნის სპე­ცი­ა­ლის­ტი აიდა გო­ზა­ლო­ვა.

 

ექიმ-ექ­სპერ­ტე­ბის დას­კვნა: ჩი­ვი­ლე­ბი/ანამ­ნე­ზი - სა­ერ­თო სი­სუს­ტე, წო­ნას­წო­რო­ბის კარ­გვა, და­ბუ­ჟე­ბის შეგ­რძნე­ბა კი­დუ­რებ­ში, ენერ­გი­ის დაქ­ვე­ი­თე­ბა, კონ­ცენ­ტრა­ცი­ის დაქ­ვე­ი­თე­ბა, მეხ­სი­ე­რე­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბა.

 

ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვე­ბი­დან აღ­სა­ნიშ­ნა­ვია მიკ­რო­ცი­ტა­რუ­ლი ანე­მია Hb 9g/l, ლე­ი­კო­პე­ნია 3200. ელექტრო­მი­ოგ­რა­ფი­უ­ლად კვლავ ვლინ­დე­ბა სენ­სო­რუ­ლი აქ­სო­ნუ­რი პო­ლი­ნე­ი­რო­პა­თი­ის სუ­რა­თი, რო­მე­ლიც რამ­დე­ნად­მე გაღ­რმა­ვე­ბუ­ლია. იღებს სე­ცი­ტას 10მგ/დღ, ტრი­ტი­კო 150მგ/დღ, რის ფონ­ზეც ძილი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლია, აღარ აღ­ნიშ­ნავს კოშ­მა­რულ სიზ­მრებ­საც. გრძელ­დე­ბა სიმპტო­მუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა.

 

გა­სინ­ჯვის შე­დე­გი - პა­ცი­ენ­ტი ძი­რი­თა­დად წევს, თავს სუს­ტად გრძნობს, კი­თხვებს უხა­ლი­სოდ პა­სუ­ხობს, კოგ­ნი­ტი­უ­რი ფუნ­ქცი­ე­ბი შე­ფას­და MOCA სკა­ლით - 13 ქულა (N≥26), მუხ­ლის რეფ­ლექ­სე­ბი დუ­ნეა (1 ქულა), აქი­ლევ­სის ორ­მხრივ არ იწ­ვე­ვა, გა­ცხო­ვე­ლე­ბუ­ლია ხორ­თუ­მის რეფ­ლექ­სი, მუც­ლის კა­ნის რეფ­ლექ­სე­ბი არ იწ­ვე­ვა, ძალა კი­დუ­რებ­ში დი­ფუ­ზუ­რად დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლია სი­მეტ­რი­უ­ლად (4 ქულა), ცხვირ-თი­თის ტესტს დის­მეტ­რი­ით ას­რუ­ლებს ორ­მხრივ, ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბის ტეს­ტე­ბი ქვე­მო კი­დუ­რებ­ში გა­უ­ა­რე­სე­ბუ­ლია (სი­სუს­ტის გამო), მუხლქუს­ლის ტეს­ტებს ასე­ვე სი­სუს­ტის გამო, დის­მეტ­რი­ით ას­რუ­ლებს, რომ­ბერ­გის პო­ზა­ში არამ­ყა­რია, ტან­დე­მუ­რი სი­ა­რუ­ლი შე­უძ­ლე­ბე­ლია, გა­და­ად­გილ­დე­ბა მოკ­ლე და­ბა­ლი ნა­ბი­ჯე­ბით, ორ­მხრივ ქვე­მო კი­დუ­რებ­ზე დის­ტა­ლუ­რად ვიბ­რა­ცი­უ­ლი მგრძნო­ბე­ლო­ბა მკვეთ­რად გა­უ­ა­რე­სე­ბუ­ლია კო­ჭე­ბის ჩათ­ვლით, გა­უ­ა­რე­სე­ბუ­ლია ჩხვლე­ტის შეგ­რძნე­ბაც წვი­ვის ზემო მე­სა­მე­დი­დან ქვე­მოთ.

 

ვლინ­დე­ბა კა­ნის დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლი ტურ­გო­რი, გან­ლე­უ­ლი კან­ქვე­შა ცხი­მი და გა­მო­ხა­ტუ­ლი კუნ­თე­ბის ატრო­ფია.

 

ჩა­ტარ­და ორ­თოს­ტა­ტი­უ­ლი ტეს­ტი, ჰო­რი­ზონ­ტა­ლუ­რად წნე­ვა 140/90, პულ­სი 78’, წა­მოდ­გო­მი­სას 120/80, პულ­სი 100’ ვერ­ტი­კა­ლუ­რად 3წთ-ის შემ­დეგ წნე­ვა 140/90, პულ­სი 100’. ტეს­ტი ნე­გა­ტი­უ­რად უნდა ჩა­ით­ვა­ლოს, მი­უ­ხე­და­ვად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ტა­ქი­კარ­დი­ი­სა.

 

პა­ცი­ენ­ტის წონა: 70კგ, (BMI-18.6) მხრის გარ­შე­მო­წე­რი­ლო­ბა D=S 23,5სმ, triceps skinfold thickness (TSF) 0.8სმ (მხრის კუნ­თე­ბის ფარ¬თობი გა­მოთ­ვლი­ლი იქნა ფორ­მუ­ლით [(23,5-π*0.8)^2]/4π -10 = 25 (N-54±11), რაც კუნ­თე­ბის გან­ლე­ვის ერთ-ერთი მარ­კე­რია), ბარ­ძა­ყის გარ­შე­მო­წე­რი­ლო­ბა D-39სმ, S-39სმ, წვი­ვის გარ­შე­მო­წე­რი­ლო­ბა D-32, S-33, კუნთთა ტო­ნუ­სი დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლია.

 

ამ­გვა­რად, სა­ხე­ზეა გარ­კვე­უ­ლი და­დე­ბი­თი დი­ნა­მი­კა, თუმ­ცა ძი­რი­თა­დი სუ­რა­თი: კუნთთა ატრო­ფია, ნე­ი­რო­პა­თია, კოგ­ნი­ტი­უ­რი გა­უ­ა­რე­სე­ბა კვლავ უც­ვლე­ლი რჩე­ბა. პა­ცი­ენ­ტი სა­ჭი­რო­ებს მჭიდ­რო სა­მე­დი­ცი­ნო მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბას“.

 

სპე­ცი­ა­ლის­ტთა/ექ­სპერტთა ჯგუ­ფის წევ­რე­ბი: თენ­გიზ წუ­ლა­ძე, გი­ორ­გი კა­ჭა­რა­ვა, ნინო ზავ­რაშ­ვი­ლი, გი­ორ­გი გრი­გო­ლია, გრი­გო­ლი ხურ­ცი­ძე, გი­ორ­გი პა­პი­აშ­ვი­ლი, აიდა გო­ზა­ლო­ვა“, - ნათ­ქვა­მია სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა