ლარი გაუფასურდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 25 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7052 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6997 ლარი იყო.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8607 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8703 ლარს შეადგენდა.
თურქული ლირა გამყარდა, რომელიც 0.0962 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 26 ოქტომბერს შევა ძალაში.