თეგებით ძიება
26. 10. 2023 ვიდეო

სულ მცირე 22 ადამიანი დაიღუპა და 60-მდე დაიჭრა აშშ-ში, მეინის შტატში სროლის შედეგად - კადრები ტრაგედიის ადგილიდან (ვიდეო)

ამერიკის შეერთებულ შტატებში, სროლის შედეგად, 22 ადამიანი დაიღუპა - დაჭრილია 60-მდე ადამიანი.

ტრაგედია მეინის შტატის ქალაქ ლუისტონში მოხდა. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, შეიარაღებული მამაკაცი სავაჭრო, საკვებ და გასართობ ობიექტებში შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. მათივე თქმით, სროლა რამდენიმე ადგილას მოხდა.

დაშავებულთა ნაწილის მდგომარეობა მძიმეა - არ გამოირიცხება მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდოს. დამნაშავე ახალგაზრდა მამაკაცია - მასზე ძებნაა გამოცხადებული.

ქალაქის მერი მოსახლეობას სიფრთხილისა და სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა