"10 წელი ამას ვერ მოვყვებოდი, რადგან ქმარი მყავდა“ – ია ფარულავამ გაამხილა, თუ რატომ ვერ საუბრობდა, წარსულში, მიხეილ სააკაშვილის და მის რომანზე (ვიდეო)
მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა, მიხეილ სააკაშვილსა და მის რომანთან დაკავშირებით „ინსტაგრამზე“ საუბრობს.
როგორც ია ამბობს, 10 წლის განმავლობაში მისი და სააკაშვილის სიყვარულის ისტორიაზე ვერ საუბრობდა, რადგან ქმარი ჰყავდა.
„10 წელი ამას ვერ მოვყვებოდი, რადგან ქმარი მყავდა.. ახლა თავისუფალი ვარ,“- ამბობს ფარულავა.
შეგახსენებთ, ია ფარულავამ გუშინ, ნანუკა ჟორჟოლიანი გადაცემაში ქმართან დაშორების დეტალებზე ისაუბრა.
„ათი წელი მე სხვასთან არავისთან მიცხოვრია და ამ ათი წლის განმავლობაში გვერდზე არ გამიხედავს“ – რას ამბობს ია ფარულავა ტარიელ სუართან დაშორებაზე.
მსახიობა, წარსულში, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და მისი სიყვარულის ისტორიაც გაიხსენა.
„ჩემი მთავარი სიყვარული იყო, მიხეილ სააკაშვილი.. მიშა, როგორც ყველა თავის ქალს, მეც ძალიან ცუდად მომექცა“ – ია ფარულავა.
„არაფერს ვნანობ.. ეს იყო უდიდესი რომანი.. პატარა მიზეზი მინდოდა, რომ ამერიკიდან წამოვსულიყავი და ეს მიზეზი გახდა უდიდესი სიყვარული“ – ია ფარულავა მიხეილ სააკაშვილზე.