თეგებით ძიება

„რომ გითხრათ, რომ გამოიკვეთა ვინმეს ბრალეულობა, ნამდვილად მოგატყუებთ“ - ვახტანგ გომელაური შოვის ტრაგედიაზე

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, შოვის ტრაგედიაზე დაწყებული გამოძიება მიმდინარეობს და ახალი არაფერია.

"რომ გითხრათ, რომ გამოიკვეთა ვინმეს ბრალეულობა, ნამდვილად მოგატყუებთ, ჯერჯერობით არაფერი არ გვაქვს ახალი. ექსპერტიზებიც დასამთავრებელია" - ამბობს გომელაური.

მისივე თქმით, ამ დრომდე გრძელდება ერთი დაკარგული არასრულწლოვნის სამძებრო სამუშაოები.

შეგახსენებთ, რომ რაჭაში, შოვში 3 აგვისტოს მეწყერი ჩამოწვა. ამ დროისთვის დადასტურებული მონაცემებით, შოვის სტიქიას 32 ადამიანი ემსხვერპლა. კიდევ ერთი პირის ცხედარს ამ დრომდე ეძებენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა