თეგებით ძიება

შოვში დაღუპული არასრულწლოვნის ცხედრის ძებნა ამ დრომდე გრძელდება - შს მინისტრი

შოვის სტიქიის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ჯგუფები და ტექნიკა დღესაც ადგილზე რჩებიან, რადგან ვერ იქნა ნაპოვნი ერთი არასრულწლოვნის ცხედარი. მისივე თქმით, ჯერჯერობით არ დასრულებულა არც ექსპერტიზის პროცედურები.

"ეს უმძიმესი იყო მთელი საქართველოსთვის. კიდევ ერთი ადამიანის, არასრულწლოვნის ცხედარი ვერ ვიპოვეთ. დღესაც არიან ჯგუფები დარჩენილნი, ტექნიკა მუშაობს. გამოძიება მიმდინარეობს.

რომ გითხრათ, რომ გამოიკვეთა ვინმეს ბრალეულობა, ნამდვილად მოგატყუებთ, ჯერჯერობით არაფერი არ გვაქვს ახალი. ექსპერტიზებიც დასამთავრებელია," - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა