თეგებით ძიება
26. 10. 2023 მსოფლიო

კიდევ რამდენი ბავშვი უნდა დაიღუპოს, ვიდრე ევროკომისია ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებით გამოვა? - ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ევროკავშირი გააკრიტიკა და დასავლეთი მუსლიმების ტანჯვისადმი გულგრილობაში დაადანაშაულა.

„კიდევ რამდენი ბავშვი უნდა დაიღუპოს, ვიდრე ევროკომისია ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებით გამოვა? კიდევ რამდენი ტონა ბომბი უნდა დაეცეს ღაზის სექტორში, ვიდრე გაეროს უსაფრთხოების საბჭო ზომებს მიიღებს?“ - განაცხადა ერდოღანმა.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა