თეგებით ძიება
27. 10. 2023 ბიზნესი

„სხვა უბანი“ – „ალფა სახლის“ ახალი, მასშტაბური პროექტი დიდ დიღომში!

თუ ადრე სახლი მხოლოდ თავშესაფარი იყო, ახლა მოსასვენებელი სივრცე ხდება, სადაც დამღლელი დღის შემდეგ ადამიანს დასვენება და კომფორტის მოწყობა შეუძლია. თბილისში არსებული საცობებიდან გამომდინარე, მათ ასევე სურთ ახლოს ჰქონდეთ სკოლა, ბაღი, სუპერმარკეტი, სავაჭრო ცენტრი, ბანკი, აფთიაქი, გამწვანებული სივრცე და ა.შ. რათა  გადაადგილებაში ნაკლები დრო დახარჯონ.

„სხვა უბანი“„ალფა სახლის“ ახალი, მასშტაბური პროექტია, რომელიც ყველა ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნას ითვალისწინებს და ერთ სივრცეში აერთიანებს ყველა იმ საჭირო ინფრასტრუქტურასა თუ სერვისს, რაც თანამედროვე ადამიანს სჭირდება კომფორტული ცხოვრებისთვის.

აღნიშნული პროექტი, რომელიც ჯამში 16 ჰექტარს მოიცავს, დიდ დიღომში (პეტრე იბერის შესახვევი N13) შენდება და აერთიანებს: 22  სართულიან 14  საცხოვრებელ კორპუსს,  საბავშვო ბაღებს, სკოლას, კომერციულ და საოფისე ფართებს, 3500-ზე მეტ ავტოფარეხს, 4 სტადიონს, 6 ჰექტარზე გაშენებულ სარეკრეაციო ზონას, სკვერს, მოსასვენებელი სივრცეებს და ა.შ  

სამშენებლო კომპანია „ალფა სახლის“ ბიზნეს განვითარების მენეჯერი, ირა მელიმონაძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ პროექტის მთავარ უპირატესობას წარმოადგენს მისი მასშტაბურობა, რომლის ანალოგი თბილისში ფაქტიურად არ  მოიძებნება. 

 „მომხმარებელმა უკვე იცის, რომ „ალფა სახლი“ დიდ ყურადღებას აქცევს ინფრასტრუქტურას, ცდილობს გახადოს საცხოვრებელი გარემო არამხოლოდ კომფორტული, არამედ იზრუნოს ჯანსაღ და გამწვანებულ გარემოზე. 

ახალი პროექტის მთავარი უპირატესობა, რაც მას გამოარჩევს, როგორც საცხოვრებლად, ასევე საინვესტიციოდ მისი მასშტაბურობა და მსგავსი დასახლებული ტერიტორიისთვის უჩვეულოდ დიდი და მრავალფეროვანი რეკრეაციული სივრცეა. ასევე საუკეთესო ადგილმდებარეობა, რაც გამოხატულია ძირითად სატრანსპორტო მაგისტრალთან, სავაჭრო ცენტრებთან თუ სხვა მნიშვნელოვან ობიექტებთან სიახლოვით.

პროექტი თავისი მასშტაბით, შეიძლება ითქვას, თითქმის არ ჩამოუვარდება დედაქალაქის მთავარ რეკრეაციულ სივრცეებს, როგორებიცაა მაგალითად: დიღმის ტყე-პარკი (20.5 ჰა), ექსპო ჯორჯიას ტერიტორია (15,3 ჰა),  კუს ტბის ტერიტორია (20 ჰა), კიკვიძის პარკი (8 ჰა) და ა.შ. შესაბამისად, „სხვა უბანი“ მხოლოდ მაღალსართულიანი კორპუსების ერთობლიობა კი არ იქნება, არამედ თითოეული მობინადრე  შეძლებს კომპლექსიდან გაუსვლელად მიიღოს ყველა საჭირო მომსახურება და დაისვენოს, ჯანსაღ, ეკოლოგიურად სუფთა და გამწვანებულ გარემოში“,- ამბობს „ალფა სახლის“ ბიზნეს განვითარების მენეჯერი, ირა მელიმონაძე.

მშენებლობა დაიწყება 1 დეკემბრიდან!

უკვე მიმდინარეობს წინასწარი გაყიდვები! 

დეტალებისთვის დარეკეთ: 245 17 17 ; 514 10 70 70 ; *7171

საზღვარგარეთიდან Viber-ის ან WhatsApp-ის საშუალებით ნომერზე: 514 10 70 70


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა