ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 27 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7037 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7058 ლარი იყო.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.8565 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8519 ლარს შეადგენდა.
თურქული ლირა გაუფასურდა, რომელიც 0.0959 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 28 ოქტომბერს შევა ძალაში.